მასწავლებელი:
ასმათ მაღრაძე
|
|
საგანი:ფიზიკა
|
კლასი: მე-9
|
თემა: გამოსახულების
აგება ლინზაში
|
დრო: ......45... წუთი.
|
მოსწავლეთა პროფილი: კლასში
21 მოსწავლეა. განსაკუთრებულ მიდგომას არ საჭიროებს არცერთი მოსწავლე. შინაგანად
მოტივირებული კლასია.თავიანთ მოსსაზრებებს აფიქსირებენ ღიად, მოსწონთ
დისკუსიები, უყვართ პრობლემურ საკითხებზე მსჯელობა, ჯგუფური მუშაობა და მუშაობა
წყვილებში.
|
|
გაკვეთილის მიზანი:
გაკვეთილის მიზანია ექსპერიმენტის ჩატარების საფუძველზე ლინზის მეშვეობით
გამოსახულების მიღება. აღრიცხვის, კლასიფიკაციის, კომუნიკაციის, პრაქტიკული
უნარ-ჩვევების, გაგების და ცოდნის შეფასების უნარების განვითარება.
|
|
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
ფიზ.IX.8 მოსწავლეს
შეუძლია გეომეტრიული ოპტიკის ძირითადი პრინციპების ანალიზი. განიხილავს სხივთა
სვლას სხვადასხვა ოპტიკურ სისტემაში. იყენებს შესაბამის ფორმულებს და აღწერს
გამოსახულების მიღებას
|
|
საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:
მოსწავლეები განასხვავებენ სხადასხვა სახის ლინზას
და მათ დანიშნულებას. დავალების შესრულებისათვის მათ განვითარებული აქვთ
კითხვებზე პასუხის გაცემის, ინფორმაციის დამუშავების და ორგანიზების
უნარ-ჩვევები, იციან ელექტრონულ რესურსებთან მუშაობა და შეუძლიათ ინტერაქციაში
მონაწილეობა.
|
|
შეფასება და თვითშეფასება:
მასწავლებელი იყენებს განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებებს. ასევე
მოსწავლეები ახდენენ თვითშეფასებას და თანაშეფასებას. ამისთვის გაკვეთილის
გეგმას თან ახლავს და მოსწავლეთათვის ცნობილია შეფასების რუბრიკები. ასევე
მასწავლებლის თვითშეფასების რუბრიკა.
|
|
სასწავლო მასალა და რესურსები:
(ტექსტი, თვალსაჩინოება, მულტიმედია, ინტერნეტ-რესურსი და სხვ.):
სახელმძღვანელო,
რვეული, ცარცი, დაფა, კომპიუტერი, პროექტორი, თვალსაჩინოებები. ლინზების
ნაკრები. ლაბორატორიული ხელსაწყოები ექსპერიმენტისათვის: სანტელი, ეკრანი
ასანთი,ლინზა, ფურცელი; მასწავლებლის
მიერ შექმნილი რესურსები; ვებ-გვერდი: www.phet.colorado.net
|
შაბლონიშაბლონი
No comments:
Post a Comment